სალხინოს საჯარო სკოლის 15-მა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ორმა ახალგაზრდამ კი გრანტი მოიპოვა
05-09-2023

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის 15-მა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მათ შორის 2-მა 70%-იანი გრანტი მოიპოვა.

ახალგაზრდები მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ და სკოლა ასახელეს.

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა სულ 16-მა მოსწავლემ დაასრულა. 5 კურსდამთავრებული კი ოქროს მედლის კანდიდადატია

სკოლის დირექტორი - ნუნუ სილაგავა, მათი მიღწევებით ამაყობს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203