ჩხარის N1 სკოლის ექვსი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა, მათ შორის სამი 100%-იანი გრანტის მფლობელია
05-09-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხნენ. მათ შორის 3 ახალგაზრდა 100%-იანი გრანტის მფლობელია.

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. სერგი არაბიძე - ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) - 100%-იანი გრანტი;
  2. ანა ფართლაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)- 100%-იანი გრანტი;
  3. ნინო ამირანაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) -100%-იანი გრანტი;
  4. მარიამ ბრეგვაძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი);
  5. მარიამ აბულაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  6. ვერა აბულაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი განათლება“.

სკოლა კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობს.

„გილოცავთ ღირსეული შედეგების მიღებას, ბავშვებო, თქვენ არაერთხელ ასახელეთ ჩვენი სკოლა, ახლა კი უზომოდ ამაყები ვართ. მართლაც რომ, დიდი ბედნიერებაა ჩვენი სკოლისთვის თქვენი მიღწევები“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203