მუსხის საჯარო სკოლის პედაგოგ ეთერ ბარამიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
05-09-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

მუსხის საჯარო სკოლის პედაგოგ ეთერ ბარამიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლაში პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„დირექცია და პედაგოგები ეთერ ბარამიძეს ულოცავენ უფროსის სტატუსის მინიჭებას. წარმატებებს და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ მომავალში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203