„წარმატებული მასწავლებელი ქმნის წარმატებულ სკოლას!“ - ბოლნისის N5 საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა 
05-09-2023

ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლები უწყვეტ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. 

სკოლის ხუთი პედაგოგი ახალ სასწავლო წელს ახალი სტატუსით ხვდება. 

სკოლის ხუთმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი.

სკოლის დირექტორმა და გერმანული ენის მასწავლებელმა, მადონა ლომსაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო გოგოლაძემ, ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო ავალიანმა და ისტორიის მასწავლებელმა, ნათია დევნოზაშვილმა წამყვანის სტატუსი მოიპოვეს. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგ იზოლდა არზუმანიდუს კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული წინსვლა ახარებთ და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ, ჩვენს სკოლასა და ჩვენი სკოლის ყველა გულშემატკივარს ამ წარმატებას!

წარმატებული მასწავლებელი ქმნის წარმატებულ სკოლას!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203