„გვჯერა, თქვენი შრომა, განათლება კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს“- ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
05-09-2023

ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ ყველა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს შორის ორმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. ნუცა მეგრელიძე კავკასიის უნივერსიტეტში 70%-იანი გრანტით ისწავლის, ნიკა ნაკანი კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 50%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დანარჩენი ახალგაზრდები შემდეგ უნივერისტეტებში გააგრძელებენ სწავლეას: 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და მომავალში კვლავ წარმატებას უსურვებენ.

„გილოცავთ „ფარნავაზელებო“ სტუდენტობას! მჯერა, თქვენი შრომა, განათლება კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203