ახალი სამგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასურველ უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ
05-09-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.
წელს სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში გრანტით ისწავლიან:
1. ელისო წიკლაური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - პოლიტიკის მეცნიერება;
2. ანა ზურაბიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები;
3. ელენე ქავთარაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - სამართალი;
4. მარიამ მიქიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ანგლისტიკა;
5. ანი ობგაიძე - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ინგლისურის ფილოლოგია;
6. ელენე ობგაიძე - გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ბიზნესადმინისტრირება;
7. ლუკა მამულაძე - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ტრანსპორტი;
დირექცია და პედაგოგები სკოლის კურსდამთავრებულებით ამაყობენ.
„დიდი სიყვარულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ჩვენს საამაყო, ნიჭიერ მოსწავლეებს საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტობას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა