„დაუღალავია თქვენი შრომა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში“- ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ეკატერინე წიკლაურმა სტატუსი აიმაღლა 
05-09-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ. 

მათ შორისაა, ეკატერინე წიკლაური, რომელმაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლაში პედაგოგის პროფესიული წარმატება ახარებთ და მას სტატუსის ამაღლებას ულოცავენ. 

„სკოლაში, პედაგოგის წარმატება გვახარებს!!! სკოლის დირექცია და პედაგოგები ეკატერინე წიკლაურს პროფესიულ წინსვლას ვულოცავთ. დაუღალავია თქვენი შრომა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. წარმატებებს გისურვებთ!!!“- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203