ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
05-09-2023

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას გააგრძელებენ შემდეგ უნივერსიტეტებში:

  1. გიგა ამირეზაშვილი - შავი ზღვის უნივერსიტეტი;
  2. სალომე ქამხაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (50%-იანი გრანტი);
  3. ზურა ქამხაძე - შავი ზღვის უნივერსიტეტი;
  4. მეგი გორგაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

სკოლაში კურსდამთავრებულებს განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ და ახარებთ, რომ როგორც პედაგოგთა ღვაწლი, ისე აბიტურიენტების შრომა დაფასდა. 

„ზემო ხანდაკის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203