„გვეამაყებით!“ - წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
04-09-2023

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის 2022-2023 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის ხუთმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, ოთხი კი უფასო ფაკულტეტზე ისწავლის. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. ნია კვარაცხელია -100%-იანი გრანტი;
  2. ნინი კვარაცხელია-50%-იანი გრანტი;
  3. ხატია ჩხვირკია - 50%-იანი გრანტი;
  4. მარიამ ქუჩულორია - 50%-იანი გრანტი;
  5. დიმიტრი კვარაცხელია - 50%-იანი გრანტი;
  6. ნიკა აბულაძე;
  7. თათია შენგელია (სახელმწიფო დაფინანსება);
  8. ნანა ჯოლოხავა;
  9. მარიკა როგავა;
  10. თათია წურწუმია;
  11. ემა ლუკავა - (სახელმწიფო დაფინანსება);
  12. ნინო კვარაცხელია- (სახელმწიფო დაფინანსება);
  13. გიორგი ეხვაია- (სახელმწიფო დაფინანსება);
  14. ლიზი კვარაცხელია;
  15. ირაკლი კვარაცხელია;
  16. ოთარ კვარაცხელია;
  17. დათუნა მოსიძე;
  18. მარიამ შენგელია;
  19. მარიამ ზარქუა;
  20. გურანდა გაბელია;
  21. ნინო მოსიძე;
  22. ბექა კვაშილავა;
  23. გიორგი ზარქუა;
  24. თაკო კვარაცხელია;
  25. დიმიტრი შანავა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„იწყება ცხოვრების დაუვიწყარი ეტაპი - სტუდენტობა. სკოლა ამაყობს და ზეიმობს  კურსდამთავრებულების დაუღალავი შრომის შედეგებით. ვუსურვებთ წარმატებას, წინსვლას, პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

მოსწავლეთა მიღწევა განსაკუთრებით ახარებს სკოლის დირექტორ მანანა სონგულიას, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი გულშმატკივარი და მხარდამჭერია.

„გვეამაყებით, გვეიმდებით.... მშობლიური სკოლა დაგილოცავთ სავალ ბილიკებს, წარმატება, ბედნიერება იყოს მუდამ თქვენი მეგზური“,- აღნიშნავს მანანა სონგულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203