„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის პანკისში ჩატარებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა
10-05-2018
ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის პანკისის ხეობაში, სოფელი დუისში ჩატარებასთან დაკავშირებით პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად მორიგი საქმიანი შეხვედრა გაიმართა. 

„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ლიტვის ელჩთან და მის მეუღლესთან, გუბერნატორთან, დეპუტატთან, თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დუისის მოსახლეობას შეხვდა. 

მოსახლეობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ეტალონის“ ფინალის მასპინძლობა მათთვის დიდი პატივი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენა, ინტეგრაციის შესაძლებლობა და ყოველივე კარგის დასაბამი იქნება. 

მათი თქმით, ისინი ღირსეულად დახვდებიან და საუკეთესო მასპინძლობას გაუწევენ როგორც „ეტალონ მოსწავლეებს“, ასევე მათ გულშემატკივრებს მთელი საქართველოდან. 

 

შეგახსენებთ, რომ 2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მალე დასრულდება. გრანდიოზული ფინალური შოუ-კონკურსის ჩატარების ადგილად კი პანკისის ხეობა, სოფელი დუისი განიხილება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203