ილემის საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მათ შორის ორი უმაღლეს სასწავლებელში გრანტით ისწავლის
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის აბიტურიენტებისთვის „ცხელი“ ზაფხული იყო. სკოლის კურსდამთავრებულები, სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად იბრძოდნენ.
პირველ სექტემბერს კი, სტუდენტების რიგებს შეუერთდნენ:
- სალომე სხილაძე, რომელიც 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
- გიორგი კიკნაძე, რომლიც იმავე უნივერსიტეტში ჩაირიცხა 50%-იანი გრანტით;
- გიორგი გამრეკელაშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის;
- მარიამ კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა
- და ლანა პაქსაშვილი, რომელიც სწავლას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
ილემის სკოლა ულოცავს ახალგაზრდებს სტუდენტობას და წარმატებულ წლებს უსურვებს.