ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
04-09-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა ამაყია იმით, რომ სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

აღსანიშნავია, რომ აბიტურიენტთა ნაწილმა, სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვა. 

სკოლის დირექტორი ჯუმბერ ტერუნაშვილი, პედაგოგებთან ერთად, ახალგაზრდებს, წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს. 

„სკოლის დირექტორი ჯუმბერ ტერუნაშვილი და პედკოლექტივი სიხარულით და სიყვარულით ულოცავენ თავიანთ კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, მათ წარმატებებს უსურვებენ სწავლაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, - ნათქვამია სკოლის დირექციის გავრცელებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203