აჭყვას საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ 
04-09-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის კურსადმთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.

სასკოლო საზოგადოება მათ და ყველა პირველკურსელს სტუდენტობას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„დაე, დღევანდელი დღე იყოს თქვენთვის ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის და ბევრი ლამაზი დღის საწყისი!“ , -აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203