„გვიხარია, რომ თქვენი შრომა დაფასდა და საუკეთესო უნივერსიტეტებს დაამშვენებთ თქვენი ცოდნით - სენაკის N7 სკოლის 9 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
სენაკის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
- ბარბარე ადამია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- დავით ბერია- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ირაკლი არდია - ევროპის უნივერსიტეტი;
- თეა დემურია- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- გიორგი კილასონია - წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი;
- მათე ლაბარტყავა - შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტი;
- იაგო ჯოჯუა - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი;
- ლინი თურქია- საქართველოს უნივერსიტეტი;
- მარი გნოლიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
სასკოლო საზოგადოება კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
გილოცავთ! გისურვებთ ბედნიერ, საინტერესო, სახალისო და წარმატებულ სტუდენტურ წლებსა და ნათელ მომავალს!
ძალიან გვიხარია, რომ თქვენი შრომა დაფასდა და თქვენ საუკეთესო უნივერსიტეტებს დაამშვენებთ თქვენი ცოდნით. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და თქვენ შეგიძლიათ მომდევნო ნაბიჯები კიდევ უფრო გამართულ და თავდაჯერებულ წარმატებად აქციოთ. მთავარია არ დაიზაროთ, იშრომოთ და ყველა ოცნება აგისრულდებათ. გვიყვარხართ და გვეამაყებით!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: