ბაღდათის N1 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - მათ შორის ორმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
04-09-2023
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ.

მათ შორის - მარიამ გარუჩავი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა, თეკლა მსხვილიძემ კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 50%-იანი გრანტი მოიპოვა.

სკოლა ამაყობს თითოეული კურსდამთავრებულით. მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203