ხაშურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა - რუსუდან ნოზაძემ  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
04-09-2023

დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. 

მათ შირისაა დაწყებითი კლასის მასწავლებელი რუსუდან ნოზაძე, რომელმაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები რუსუდან ნოზაძეს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ. 

„დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ დაწყებითი კლასის მასწავლებელს რუსუდან ნოზაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუს და უსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203