ხაშურის N2 სკოლის 12-ვე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, 4-მა მათგანმა კი გრანტი მოიპოვა
04-09-2023
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლა ამაყია წარმატებული კურსდამთავრებულებით - 12 აბიტურიენტიდან, 12-ვე სტუდენტი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, ორი კურსდამთავრებული: კესო ნონიაშვილი და ლიკა კალმახელიძე 100%-იანი, ხოლო ორი: ლენკა ოგანესიანი და ნუცა მოძმანაშვილი 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა. 

სკოლა დიდი სიხარულით ულოცავს კურსდამთავრებულებს. 

„სიამაყით და სიყვარულით ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას !წარმატების გზებზე გევლოთ ჩვენო საამაყოებო!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203