ბათუმის N13 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
ბათუმის N13 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებს წარმატებით გაართვეს თავი და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ ახალგაზრდების წარმატებით.
ისინი კურსამთავრებულებს დიდი სიყვარულითა ულოცავენ დამსახურებულ წარმატებას და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„გილოცავთ, აბა თქვენ იცით, როგორ
იყოჩაღებთ მომავალშიც!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.