განთიადის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას ულოცავენ 
04-09-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

სკოლა ამაყობს მოსწავლეთა წარმატებით და მათ ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებს. 

„ვულოცავთ, ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით, განთიადის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! გისურვებთ, ბედნიერ, ხალისიან და წარმატებულ მომავალს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203