„გვჯერა, ყოველთვის ასახელებთ სკოლას!“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექცია აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს
04-09-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

მათი შრომა დაფასდა და ისინი მათთვის სასურველ უნივერსიტეტში ისწავლიან.

დირექცია და პედაგოგები მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას! ულევ წარმატებას გისურვებთ ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე! გვჯერა, რომ ყოველთვის ასახელებთ თქვენს სკოლას, ოჯახებსა და სამშობლოს! ვულოცავ მასწავლებლებსა და მშობლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თქვენს წარმატებაში. უფალმა დაგილოცოთ ცხოვრების გზა! ჩვენ გვჯერა თქვენი!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203