„გვეამაყებით ბავშვებო! თქვენ შექმნით საქართველოს ბედნიერ მომავალს!“ - თელეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება ეროვნულ გამოცდებზე 
04-09-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას, მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

სკოლა ამაყობს წარმატებული ახალგაზრდების მიღწევებით, გულშემატკივრობს მათ და ბედნიერ მომავალს უსურვებს. 

„ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებები ეროვნულ გამოცდებზე.

გრანტების სიმრავლე არც გასულ წლებში გვაკლდა. ვზეიმობთ, ჩვენი პედაგოგიური კოლექტივის დაუღალავი შრომის, მხარდაჭერის კიდევ ერთ სანიმუშო მაგალითს მიითვლის სკოლის მატიანე.

გვეამაყებით ბავშვებო! თქვენ შექმნით საქართველოს ბედნიერ მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203