ბათუმის N20 სკოლის პედაგოგებმა - ნაიარა ავალიანმა და ირმა დავითაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვეს 
04-09-2023

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ნაიარა ავალიანმა და ირმა დავითაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.

სკოლაში პედაგოგთა წარმატება ახარებთ. სკოლის დირექცია და პედაგოგები ნაიარა ავალიანსა და ირმა დავითაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„ბათუმის N20 საჯარო სკოლა ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს - ნაიარა ავალიანს და ირმა დავითაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. ნამდვილად დაუღალავია თქვენი შრომა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203