გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
- თეონა ხმალაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ჟურნალისტიკა;
- მურად ვანაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ბიზნეს ადმინისტრირება;
- ზაზა გობაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ფაკულტეტი - ბიზნეს ადმინისტრირება;
- ანი ზოროგლიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ძირითადი სპეციალობა - ბიზნეს ადმინისტრირება, კულტურის მენეჯმენტი.
სკოლის ადმინისტრაცია და კლასის დამრიგებელი - თამილა ირემაშვილი 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.