აგანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - მიჰრან გალსტიანი უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის
04-09-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლა ამაყია კურსდამთავრებული -  მიჰრან გალსტიანის წარმატებით. 
 
მიჰრანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მისთვის სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით, საოცნებო პროფესიას დაეუფლება.

აღსანიშნავია, რომ მიჰრანი ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და სომხურენოვანთათვის, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ისწავლის. 

სკოლა ულოცავს მიჰრანს მიღწეულ წარმატებას და მას საუკეთესო მომავალს უსურვებს.

იხილეთ ფოტო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203