ლაშის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს - დიანა ლომსაძესა და შორენა ცისკაძეს სტუდენტობას ულოცავენ 
04-09-2023

წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - დიანა ლომსაძე და შორენა ცისკაძე, მათთვის სასურველი უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. 

აღსანიშნავია, რომ  დიანა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამაზე ჩაირიცხა, ხოლო შორენა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოდის დიზაინსა და ტექნოლოგიას დაეუფლება.

სკოლა კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს. 

„გილოცავთ სტუდენტობას... წარმატებული სტუდენტობა და მომავალი, გოგონებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203