კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის კურსდამთავრებული ელისაბედ სიამაშვილი უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
04-09-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის კურსდამთავრებულმა - ელისაბედ სიამაშვილმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

ის თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. 

სკოლაში კურსდამთავრებულს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203