„დაუღალავ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი!“- უშგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
04-09-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ამაყობენ და მათ სტუდენტობას ულოცავენ.
სკოლის კურსდამთავრებულები: გიორგი ქოჩქიანი და ლუკა და გიორგი ნიჟარაძეები მათთვის სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.
უკვე სტუდენტები კი, სკოლაში დაგროვილ ცოდნას, უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებო, გიორგი, ლუკა და გიორგი, გილოცავთ სტუდენტობას გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს! დაუღალავ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი!“ - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა