ქუთაისის N16 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
04-09-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის სამმა კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა.

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ: 

  • თათია ხელაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი;
  • მარიამ მიროტაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი; 
  • ლიზი ბრეგაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლაში ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტულ წლებს უსურვებენ. 

„ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მცირეკონტიგენტიანი დამამთავრებელი ჯგუფიდან სამი მოსწავლე სტუდენტია, ვულოცავთ მათ წარმატებით გადადგმულ ნაბიჯს!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203