ოზურგეთის N4 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - მათ შორის 12-მა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
04-09-2023

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლება აძლევს, რაც მოსწავლეთა წარმატებაზე აისახება. 

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. ამასთან სკოლის 12-მა კურსდამთავრებულმა სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა. 

საქართველოს უნივერსიტეტებში გრანტით გააგრძელებენ სწავლას:

  • ნია ურუშაძე 100%-იანი გრანტი;
  • ქეთევან სურგულაძე 100%-იანი გრანტი;
  • ნანო გაბედავა 100%-იანი გრანტი;
  • შოთა თარხნიშვილი 100%-იანი გრანტი;
  • გურამ გოლიაძე 70%-იანი გრანტი;
  • გიორგი ჯაყელი 70%-იანი გრანტი;
  • ნინო მჟავანაძე 70%-იანი გრანტი;
  • მარიამ სალუქვაძე 50%-იანი გრანტი;
  • სანდრო სირაძე 50%-იანი გრანტი;
  • თამარ მუჯირი 50%-იანი გრანტი;
  • მარიამ ლეჟავა 50%-იანი გრანტი;
  • არჩილ დიასამიძე 50%-იანი გრანტი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა სტუდენტობას ულოცავს საქართველოს ყველა ახალგაზრდას და მე-4 სკოლელებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში. განსაკუთრებით კი მათ ვინც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203