ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ 
04-09-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის ხუთმა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა. მათ შორის ერთმა 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

1. ტატა გუჯაბიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი, 70%-იანი დაფინანსებით;

2. ქრისტინე კვაჭანტირაძე- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკა;

3. ლიკა ჩავლეიშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები;

4. თინათინ სურმანიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგია;

5. დათო მიქანაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები.

სკოლაში ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას ულოცავენ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„ნიგვზიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას და კვლავ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ მათ ცხოვრებაში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203