„ჩვენი მოსწავლეები საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის გაღრმავებას“ - ჩიხარეშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების წარმატება
04-09-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით ასახელეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

სკოლა კურსდამთავრებულების მიღწევით ამაყობს, მათ საუკეთესო მომავალს უსურვებს და ამ შედეგისთვის დიდი მადლობას უხდის. 

„ჩვენი კურსდამთავრებულები საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელებენ ცოდნის გაღრმავებას.

თათია ონიანმა, გიორგი ჯანხოთელმა და სალომე ბერიძემ განსაკუთრებულად ასახელეს ჩვენი სკოლა, აქედან სალომე ბერიძე 70%-იანი გრანტის მფლობელი გახდა, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის ჩიხარეშის საჯარო სკოლა“, - აღნშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203