„თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!“ - კალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 
04-09-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარიამ ხარძიანმა და მეგი პირველმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

მარიამ ხარძიანი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას. მეგი პირველი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობას დაეუფლება. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდი სიხარულით და სიყვარულით ულოცავენ მათ ცხოვრების ახალი ეტაპის წარმატებულად დაწყებას და უსურვებენ ღირსეულ მამულიშვილობას; თქვენით ამაყობს სკოლა და სოფელი, ქვეყანა, თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203