უჩხოს საჯარო სკოლის ოთხივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა 
04-09-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

2023 წელს უჩხოს საჯარო სკოლა ოთხმა მოსწავლემ დაასრულა, ოთხივე იყო აბიტურიენტი. გამოცდები ოთხივემ წარმატებით დაძლია და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხა.

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ - დიანა ბოლქვაძე,  სოფიკო დეკანაძე, ანა კომახიძე და გიორგი ჯორბენაძე.

სკოლაში მოსწავლეთა შედეგები ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა 45 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ მოიპოვა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203