„12 წლის წინ პატარებმა შემოაბიჯეს სკოლაში და უკვე სტუდენტები არიან“ - ალერტკარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ 
04-09-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას. 

სკოლის ოთხმა კურსდამთავრებულმა: დათო ესებუამ, კახა ხუხუამ, მათე ხასიამ და მარიამ როგავამ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, სკოლა ასახელეს და სკოლაში მიღებულ ცოდნას უმაღლეს სასწავლებლებში გაიღრმავებენ. 

„თორმეტი წლის წინ პატარებმა შემოაბიჯეს ჩვენს სკოლაში და ახლა უკვე სტუდენტები არიან. ამ თორმეტი წლის განმავლობაში საგნებთან ერთად ისწავლეს მეგობრობა, ტოლერანტობა, უფროსების პატივისცემა...“, - ასე ულოცავენ სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203