„ღირსეული მოქალაქეები ჩამოყალიბდით ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“ - აწყურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
04-09-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. 

აღსანიშნავია, რომ წარმატებულ აბიტურიენტებს შორის 3-მა კურსდამთავრებულმა - ნინი დვალიშვილმა, ჟენია მოსიძემ და გიორგი ხვედელიძემ 50- იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.  

 სკოლა ამაყია კურსდამთავრებულთა წარმატებით. დირექცია და პედაგოგები მათ სტუდენტობას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მასწავლებლები ვულოცავთ, სტუდენტობას ყველა კურსდამთავრებულს. წარმატებული, საინტერესო და ბედნიერი სტუდენტური წლები გაგევლოთ. ღირსეული მოქალაქეები ჩამოყალიბდით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203