„წარმატებული და შემოქმედებითი ყოფილიყოს თქვენი სტუდენტური გზა“-ბუკისციხის საჯარო სკოლის აბიტურიენტები სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ
04-09-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. 

სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს კურსდამთავრებულებს: თამარ თოდრიას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას; ელენე კალანდაძეს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიკის მიმართულებით სწავლის გაგრძელებას და ლუკა კალანდაძეს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ჩარიცხვას. 

როგორც სკოლაში ამბობენ, სკოლისა და პედაგოგებისთვის ახალი სასწავლო წლის დასაწყებად საუკეთესო მოტივაციაა ახალგაზრდების წარმატება. 

„ჩვენს კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სტუდენტობას. წარმატებული და შემოქმედებითი ყოფილიყოს თქვენი სტუდენტური გზა. დაუბრკოლებელ წინსვლას გისურვებთ ჩვენი სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203