ფუთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
04-09-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ანა დვალმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ზურა გოგოლიძემ, ინა სარალიძემ, ნინი ჩინჩალაძემ, ზვიად პირველაშვილმა, თამარ ჩინჩალაძემ და ნუგზარ ქათამაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ და მათი წარმატება განსაკუთრებით ახარებთ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203