„კიდევ ერთი საამაყო ფურცელი შეივსო სკოლის ისტორიაში“ - გვარას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-09-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერისტეტებში ჩაირიცხნენ. 

სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

1. გიგი ბოლქვაძე;

2. თამთა თხილაიშვილი;

3. გიორგი გოგმაჩაძე;

4. ლინდა სურმანიძე;

5. მარიამ კონცელიძე;

6. ლიზი ჯიჯავაძე;

7. გიორგი ჯიჯავაძე.

სკოლა მათი წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს.

„გიხაროდენ! კიდევ ერთი საამაყო ფურცელი შეივსო გვარას საჯარო სკოლის ისტორიაში. 

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიამაყითა და სიყვარულით ულოცავს ამ წარმატებას თითოეულ მოსწავლეს, გზას ულოცავს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. თქვენ საქართველოს მომავალი ხართ“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203