ახალთერჯოლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო აბჟანდაძე უნივერისტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
01-09-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - ნინო აბჟანდაძემ ეროვნული გამოცდები მაღალი ქულებით ჩააბარა.

ის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე 100% გრანტით ჩაირიცხა და სკოლა ასახელა.

სკოლის დირექცია ამაყობს კურსდამთავრებულის მიღწევით და მას ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203