„ვამაყობთ მოსწავლეთა შედეგებით“- დაბა ქედის საჯარო სკოლის 40 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა 
01-09-2023

დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, მოსწავლეთა მიღწეული წარმატებით კი განსაკუთრებულად გაიხარეს. 

წელს სტუდენტი სკოლის 40 კურსდამთავრებული გახდა. მათგან ოთხმა კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლა 2022-2023 სასწავლო წელს 55 ახალგაზრდამ დაამთავრა. მათ შორის 44 კურსდამთავრებული ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გავიდა. 40 მათგანი კი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა.

  • 100% -იანი გრანტი დაიმსახურა მარიამ ბეჟანიძემ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობა დიპლომირებული მედიკოსი;
  • 50%-იანი გრანტი მოიპოვა - ლაშა შარაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერება;
  • ასევე, 50%-იან გრანტს ფლობს გვანცა ავალიანი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ფილოლოგია;
  • 50%-იანი გრანტით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტზე სწავლას გააგრძელებს ნიკა ბაჯელიძე.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სკოლა ამაყობს მოსწავლეთა შედეგებით და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ!“- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203