„გვჯერა, არაერთხელ ვიამაყებთ თქვენით!“-სიღნაღის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ
01-09-2023

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწეული შედეგებით ამაყობენ. 

კურსდამთავრებულებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის ოთხმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

სიღნაღის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულითა და სიამაყით გილოცავთ 2022- 2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - თეკლე დურგლიშვილს (100%-იანი გრანტი), გიორგი ზურაშვილს (70%-იანი გრანტი), ალექსანდრე მგალობლიშვილს (70%-იანი გრანტი), მარიამ ლათიფაშვილს (50%-იანი გრანტი), იაკობ დალაქიშვილს, დავით საამიშვილს, დავით ხელაშვილს, ნინო მანჯაფარაშვილს, მარიამ ჯალიაშვილს, ვაჟა ნიკვაშვილს, გიგა ემიშოვს, ნინო გოგოსაშვილს სტუდენტობას და გისურვებთ საინტერესო წლებს, უამრავ წარმატებას ცხოვრების გზაზე! გვჯერა, არაერთხელ ვიამაყებთ თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203