შაუმიანის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანუუშ ანტონიანი უმაღლეს სასწავლებელში უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - ანუუშ ანტონიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სტუდენტი გახდა.
ის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1+4 პროგრამით) უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა და სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლის.
სკოლის პედაგოგიური გუნდი ამაყობს კურსამთავრებულით ამაყობს და მას ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.