ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - მათგან სამმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
01-09-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. გიგა ბერაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი -100%-იანი გრანტი;
  2. ლიზი ავალიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -100%-იანი გრანტი;
  3. ზურა ავალიშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -50%-იანი გრანტი;
  4. გიორგი შავიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. სერგი მაჭავარიანი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. ნინი სარალიძე - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203