რუსთავის N22 სკოლის 31-მა კურსდამთავრებულმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო დაფინასება მოიპოვა
01-09-2023

რუსთავის N22 საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა წარმატებაზე აისახება. 

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს. სკოლის 31-მა კურსდამთავრებულმა გამოცდებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.

სკოლას წელს ერთი 100%-იანი, ცამეტი 70%-იანი და ჩვიდმეტი 50%-იანი გრანტის მფლობელი ჰყავს. 

სკოლის დირექტორი ეკა ცხვედაძე, რომელიც კუსდამთავრებულთა დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარია, ახალგაზრდებს წარმატებას ულოცავს და წინსვლასა და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203