ენაგეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს - ზეინაბ გოგიაშვილს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი გადაეცა
01-09-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს - ზეინაბ გოგიაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
მას, ჯილდო - სამკერდე ნიშანი და სიგელი რესურსცენტრის უფროსმა - ზურაბ აზარიაშვილმა გადასცა.
სკოლაში პედაგოგის მიღწევით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და მასწავლებლები ვულოცავთ ქალბატონ ზეინაბს წარმატებას და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.