„ვისწავლოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოში“- ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პროექტი
10-05-2018
ევროპის ფონდის „ახალგაზრდული იდეის“ მიერ შერჩეული პროექტი „ვისწავლოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოში“ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა. პროექტის ორგანიზატორები გახლდნენ მეცხრე ბ კლასის მოსწავლეები: მარიამ გოგუაძე, სალომე ჩხაიძე და დეა დონდოლაძე.
კლასის ხელმძღვანელი ნინო ებრალიძეა.
პირველი სკოლის ყველა მოსწავლე ამ პროექტში ხალისით ჩაერთო; ისინი მარადმწვანე მცენარეების დარგვაში ერთმანეთს ეცილებოდნენ. მათ თავდაპირველად სანერგე ტერიტორია დაასუფთავეს, მცენარეებისთვის მიწა სათანადოდ დაამუშავეს და სკოლის ეზო სხვადასხვა სახეობის მცენარეებით დაამშვენეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი პროექტები გაგრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს