ზანის საჯარო სკოლის ოთხი კურსდამთავრებული სახელმწიფო დაფინანსებით სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა - დირექტორი ახალგაზრდებს წარმატებას ულოცავს
01-09-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა -  ნინო ბოჯგუამ, გიორგი ზარანდიამ, მარლენ შურღაიამ და საბა სორდიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ოთხივე სახელმწიფო დაფინანსებით სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

სკოლის დირექტორი რომანი კვაშილავა, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია ახალგაზრდებს მიღწეულს ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203