ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს - ლია მაზანაშვილსა და თამარ ბერიძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
01-09-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა შრომასა და ღვაწლს განსაკუთრებულად აფასებენ.
სკოლის დირექტორი - ქეთევან ცერცვაძე აღნიშვნის გარეშე არასდროს ტოვებს მასწავლებლების მიღწევებსა და წარმატებებს.
გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. ის უდიდეს მადლობას უხდის და წინსვლას უსურვებს სკოლის პედაგოგებს - ლია მაზანაშვილის თანამშრომლობისთვის, ასევე თამარ ბერიძეს პროექტების დაგეგმვისა და წარმატებით დასრულებისთვის.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები და სკოლის დირექცია ერთმანეთს მუდამ მხარს უჭერს.