დიდაჭარის საჯარო სკოლის 10-ვე აბიტურიენტი სტუდენტია - ორმა მათგანმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 
01-09-2023

წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებული იბრძოდა სტუდენტობისთვის, დღეს კი, სკოლა დიდი სიამაყით გვაუწყებს, რომ ყველა მათგანი სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორისაა 2 აბიტურიენტი, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ერთმა აბიტურიენტმა ინგლისურში, მაქსიმალური, 70 ქულა აიღო, ქართულში კი - 60-დან, 58 ქულა.

სკოლა კურსდამთავრებულებს დიდი სიამაყით ულოცავს მიღწეულ წარმატებას და მათ საინტერესო სტუდენტობას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203