„დიდი სიამაყითა და სიხარულით ვულოცავთ წარმატებას“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-09-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათგან ორმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. 

წელს სტუდენტები გახდნენ: 

  • კესო კაკულია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია, 70 %-იანი გრანტი;
  • ლიზი ღაღანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურა, 70 %-იანი გრანტი;
  • მარიამ მებონია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსი;
  • მარიამ კუპრეიშვილი -ალტე უნივერსიტეტი, ტურიზმი;
  • ანი კანკია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ნოქალაქევის საჯარო სკოლა დიდი სიამაყითა და სიხარულით ულოცავს წარმატებებს მის კურსდამთავრებულებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203